2 საათის და 35 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კვარა ნაპოლის ყოფილ გუნდელთან ერთად თბილისში ბიზნესის წამოწყებას აპირებს

ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა დიეგო დემემ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ისიც თქვა, რომ მასთან ერთად თბილისში პიცერიის გახსნას გეგმავს:

"პირველივე ვარჯიშზე მან დრიბლინგი წამოიწყო, სამი მეტოქე ჩამოიშორა და ბურთი კარის კუთხეში გაგზავნა. ოსიმენთან ერთად მან მეტოქეთა დაცვა დაშალა. შესაძლოა, წელს მასთან და რამდენიმე იტალიელ პიცის ოსტატთან ერთად თბილისში პიცერია გავხსნათ“, - თქვა დემემ.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ფეხბურთელი „ნაპოლიში“ კვარაცხელიასთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა, გასულ ზაფხულს კი კარიერა დაასრულა.