1 საათის და 31 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

როგორ ახსნა ლუის ენრიკემ კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამზე დასმა

ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენმა ლე მანს უმასპინძლა.

მატჩი პარიზელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე გაამწესა.

ხვიჩა მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 1:1 იყო და შემოსვლიდან 2 წუთში მან მეტოქეის კარი აიღო.

გამოცემა Sofascore-მა კვარას თამაში 7,2 ქულით შეაფასა.

ფრანგულ მედიაში იწერება, რომ ხვიჩას მხოლოდ 30 წუთით თამაშის მიზეზი კვარას დასვენებაა, რადგან მან ნაკრებში 4-ვე მატჩი სრულად ითამაშა.

თანაც 4 დღეში გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტისთან ურთულესი შეხვედრა ელის.