3 საათის და 21 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ნაკრების სისტემა შეიცვლება, ვითამაშებთ ამ ტაქტიკით" - სვანაძე სამომავლო გეგმებზე

როგორც მოგეხსენებათ, ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მან ტაქტიკის შესაძლო ცვლილებაზე ისაუბრა:

"დღევანდელი საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელიც უნდა თამაშობდეს ვინგერებით. თუ ჩვენ შეტევის დალაგებაზე ვსაუბრობთ ამისთვის ცოტა დრო გვქონდა.

"ჩვენი ნაკრები მიდის იქით, რომ შეიცვალოს სისტემა და ეს უნდა მოხდეს არა სპონტანურად, არამედ ეტაპობივრად.

"დიდი ხანია ამ სისტემით ვთამაშობთ და სწორედ ამიტომ არ შეიცვალა სათამაშო სქემა.

"ყველაფერი უნდა დაიხვეწოს დრო და დრო. რაც დრო გადის, უფრო მეტი უნდა მომთხოვოთ თქვენ მე, და მე გუნდს", - თქვა რამაზ სვანაძემ.