3 საათის და 37 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

საქართველოს ნაკრებს ევროპულმა გამოცემამ ხაზი გადაუსვა

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა ცუდად დაიწყო.

ორი საშინაო მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდი 1 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს.

საფეხბურთო გამოცემა Football Meets Data-მ საკუთარ სუპერკომპიუტერს ამ ჯგუფის პროგნოზები გააკეთებინა.

მისი გამოთვლით, საქართველოს ჯგუფის მოგების 3,4%-იანი შანსი აქვს.

55%-ით ჩვენი გუნდი ბოლო ადგილს დაიკავებს, მესამე პოზიციაზე - 27,4%, მეორე პოზიციაზე - 14,1%.

ასევე სუპერკომპიუტერმა საქართველოს A დივიზიონში ასვლის შანსი 7,2%-ით შეაფასა, C-ში დაქვეითების კი 15,4%-ით.

ჯგუფის ფავრიტად უკრაინე მოიაზრება 68,6%-ით, მეორეზე ჩრდ. ირლანდია (20,9%), მესამეზე კი უნგრეთი (7,1%).

შეგახსენებთ, რომ ჯვაროსნები შემდეგ მატჩს 2 ოქტომებრს უნგრეთთან გასვლაზე გამართავენ, სადაც ყველაფრის დატრიალების შანსი გვექნება.