გიორგი მამარდაშვილის ლივერპულმა ინგლისის ლიგის თასზე ტოტენჰემი 3:1 დაამარცხა.
ქართველმა მეკარემ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, ხოლო ბოლო წუთებზე, როცა ანგარიში 2:1 იყო, ომარ მარმუშს ურთულესი ბურთი აუღო, რამაც პრაქტიკულად ლივერპულს შემდეგი ეტაპის საგზური მოუტანა.
შეხვედრის შემდეგ ქართველმა მეკარემ განცხადება გააკეთა.
"ყველაფერი გიჟური იყო, მათ შორის, ამინდიც, მაგრამ კარგი თამაში გამოვიდა, ვისიამოვნე. ბედნიერი ვარ, რადგან გუნდს ცოტათი დავეხმარე. ცოტა ხნის წინ ვნახე (მატჩის ბოლო წუთებზე გაკეთებული სეივი) და არარეალური იყო. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი და გამარჯვება იყო, განსაკუთრებით, ენფილდზე, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად.
"ინგლისში კუთხურების დროს თამაში შედარებით რთულია. ჩემი აზრით, ვიღაცამ ხელზე მომქაჩა. მე ეს არ დამინახავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯარიმა იყო. არ ვიცი... დარწმუნებული არ ვარ.
"მიმდინარე სეზონში თამაშის შესაძლებლობა ხშირად არ მეძლევა, შესაბამისად, მინდოდა, რომ სიამოვნება მიმეღო და ასეც მოხდა. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში", - თქვა მამარდაშვილმა.