როგორც მოგეხსენებათ, ძალიან მალე UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიება გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ეს ივენთი უჩვეულო დროს დაიწყება.
კერძოდ, ღონისძიება არა შაბათს ან კვირას, არამედ ჩვენი დროით ორშაბათს გამთენიისას შედგება.
ღონისძიება სტარტს დაახლოებით დილის 4 საათზე აიღებს და ილია თოფურია ჩვენი დროით დაახლოებით 7 საათზე გამოვა.
"ელ მატადორის" მეტოქე ლეგენდარული ჯასტინ გეიჯი იქნება.
აქვე მოგასხენებთ, რომ ბრძოლის ყურებას Setanta Sport Georgia-ს აპლიკაციაში შეძლებთ.