პორტუგალიური გამოცემა ABOLA ლისაბონის სპორტინგის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ წერს.
ქოჩორა ახალ გუნდს ვერ მოერგო და, როგორც გამოცემა იუწყება, მან სპორტინგის დატოვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო:
“26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა უკვე იცის, რომ რუი ბორჟესის გეგმებში არ შედის. ჩვენი ინფორმაციით, ის იმედგაცრუებულია იმით, რომ გუნდის ნახევარდაცვაში, უკიდურეს შემთხვევაში, მესამე ვარიანტადაც კი არ განიხილება. 26 წლის ნახევარმცველი ესპანეთში დაბრუნებაზე ფიქრობს, სადაც უკვე უთამაშია ისეთ კლუბებში, როგორებიცაა: პერალადა, ჟირონა, ლევანტე და კასტელონი.
ქართველმა ფეხბურთელმა სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ მისი მიმდინარეობისას ნელ-ნელა დაკარგა სიკაშკაშე და სათამაშო დროც ძალიან შეუმცირდა. სასტარტოში მან ადგილი მორტენ იულმანსა და ჰიდემასა მორიტას, ასევე ჟოაო სიმოეშსა და დანიელ ბრაგანსეს დაუთმო.
ამის ყველაფრის გათვალისწინებით, ნახევარმცველმა ესპანეთში დაბრუნება გადაწყვიტა. ის ტრანსფერზეა დაყენებული. სპორტინგმა რამდენიმე შეთავაზება უკვე მიიღო, თუმცა, კონკრეტულ წინადადებას ყიდვასთან დაკავშირებით ელოდება, რათა ფეხბურთელში შარშან დახარჯული თანხა ამოიღოს”, - წერს გამოცემა.