10 საათის და 56 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ზურიკო და მამარდა ერთად? - რომელი გუნდია ორი ქართველის ყიდავსთან ძალიან ახლოს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდია იმის ალბათობა, რომ ალისონ ბეკერი ლივერპულში კიდევ 1 წლით დარჩება.

ამ შემთხვევაში გიორგი მამარდაშვილი გუნდს 100%-ით დატოვებს, რადგან ის ზედიზედ ორი სეზონი სათადარიგო მეკარეობას არ გეგმავს.

საუბარია 1-წლიან იჯარაზე, რადგან მქართველი კიპერი მერსესაიდელების სამომავლო გეგმებში შედის.

თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამარდას გადაბირება ბეშიქთაშს სურს.

Falsoreport-ის ცნობით, ლივერპული თურქული კლუბის შეთავაზება დათანხმდება.

ბეშიქთაში ინგლისელებს მამარდაშვილის სრული სეზონური ხელფასის 6,5 მილიონი ევროს დაფარვას ჰპირდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ თურქები ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზეც აქტიურად მუშაობენე და, როგორც იწერება, ისინი სენტ-ეტიენთან მოლაპრაკებების დასკვნით ეტაპზე არიან.

Facebook კომენტარები