8 საათის და 33 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

თორნიკესა და სანიოლის პირველი გადაკვეთა - გამოიძახებს ვილი კვარაცხელიას ეროვნულ გუნდში?

2025 წლის სექტემბერის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ლიეტუვასთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა.

ორივე მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, იდენტური ანგარიშით 3:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე მატჩს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლიც ესწრებოდა.

ეს მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას ძმამ, თორნიკემ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 63-ე წუთზე შეცვალეს.

ფრანგმა სპეციალისტმა პატარა კვარაცხელიაც გაიცნო და ასევე ახლგაზრდა მოთამაშეებს დააკვირდა.

Facebook კომენტარები