5 საათის და 42 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

გერმანულმა მედიამ კვარაცხელია 1 სიტყვით დაახასიათა

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის განმეორებით მატჩში მიუნხენის ბაიერნი ალიანზ არენაზე პსჟ-ს უმასპინძლებს.

პირველი შეხვედრის შემდეგ პარიზელები მინიმალური სხვაობით 5:4 იგებენ.

მატჩამე გერმანულ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერენ:

"ნათელია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც ასეთი რთულად წარმოსათქმელი სახელი აქვს, უფრო მარტივი რამ სჭირდებოდა. თუმცა „კვარადონა“? ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთან შედარება? თვითონ ხვიჩა ამბობს, რომ ეს მეტსახელი დამატებით ზეწოლას ქმნის, თუმცა კვარაცხელია ამ ამოცანას თავს კარგად ართმევს: „ბაიერნთან“ პირველ ნახევარფინალში მისმა დუბლმა პარიზელებს მეორე მატჩის წინ უპირატესობა შეუქმნა.

კვარაცხელია სახიფათო, არაპროგნოზირებადი და მომაკვდინებელი ფეხბურთელია. ის ენრიკეს გუნდს მეტ ბალანსს უქმნის. ნეაპოლში „კვარადონამ“ „ნაპოლი“ 1990 წლის შემდეგ პირველად გააჩემპიონა და სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. „ნეაპოლში მარადონა ღმერთია, მას ვერავინ შეედრება, ის ისტორიაში საუკეთესოა“, - ამბობდა ხვიჩა. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ ახლანდელი შესანიშნავი ფორმა თანაგუნდელების დამსახურებაა. ხვიჩას 10 გოლი და 5 საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ის ისტორიაში საუკეთესო შედეგია“.

Facebook კომენტარები