5 საათის და 3 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

თორნიკე კვარაცხელიას შესახებ ძალიან სასიხარულო ამბავი გავრცელდა

90min Georgia-ს ინფორმაციით, 16 წლის თორნიკე კვარაცხელია საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში პირველად გამოიძახეს

მთავარი მწვრთნელი, ზურაბ ხიზანიშვილი U19-ს ივნისში გასამართი შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის აკომპლექტებს. 3-გუნდიან ჯგუფში მონტენეგროს და ისლანდიას დავუპირისპირდებით, შეხვედრებს კი საქართველო უმასპინძლებს.

რაც შეეხება თორნიკეს, ახალგაზრდა შემტევი აქამდე გამოძახებული U16 და U17 ნაკრებებში იყო, რამდენიმე დღის წინ კი მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ დინამო თბილისის მთავარ გუნდთან ერთად ავარჯიშა და დინამო ბათუმის წინააღმდეგ, განაცხადში შეიყვანა.

Facebook კომენტარები