5 საათის და 28 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მისი გვარი საერთოდ როგორ უნდა ვთქვა?" - რას წერდნენ ნაპოლის ფანები, როცა კლუბმა 2022 წელს კვარას ტრანსფერი შეასრულა

დღეს ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთის საუკეთესო ფეხბურთელია - ამაზე ყველა თანხმდება.

გავიხსენოთ 2022 წელი, როცა კვარა ევროპის რადარზე პირველად გამოჩნდა.

მან ნაპოლის მაისური მოირგო და თავი ჯერ იტალიას, შემდეგ კი მთელს მსოფლიოს გააცნო.

ქართველის არაპროგნოზირებადი და განსხვავებული დრიბლინგი ყველამ აიტაცა.

გავიხსენოთ რას წერდნენ ნეაპოლელი ქომაგები, როცა კვარას ტრანსფერი გაოფიციალურდა:

"ამ ქვეყნის შესახებ პირველად გავიგე, 10 მილიონი დიდი ფულია"

"მისი გვარი საერთოდ როგორ უნდა ვთქვა?"

"ვისში გადავიხადეთ 10 მილიონი? რამე იცით მის შესახებ?"

"მისი მომენტები ვნახე და ცუდი ფეხბურთელი არ არის"

"ინსინიეს ჩანაცვლება მისით ძალიან გაგვიჭირდება"

Facebook კომენტარები