ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალის შემდეგ ოქროს ბურთის მოგების ფავორიტების სია შეიცვალა.
გთავაზობთ გავლენიანი გამოცემა Goal-ის რეიტინგს, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელია მე-11 პოზიციიდან მე-9 პოზიციაზე დააწინაურა:
"თუ ამ დრომდე ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის საუკეთესო ფეხბურთელს დავასახელებდით, ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი აუცილებლად იქნებოდა. კვარაცხელიამ პლეიოფში 7 გოლი გაიტანა და მათ შორის რამდენიმე განსაცვიფრებელი დარტყმა იყო.
თუმცა მისი სათამაშო ფორმა მთელი სეზონის განმავლობაში ასეთ მაღალ დონეზე არ ყოფილა. საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გასვლამ, ოქროს ბურთის რეიტინგში კვარაცხელიას საბოლოო პოზიციას, სავარაუდოდ, ზედა ზღვარი დაუწესა. მიუხედავად ამისა, თუ „კვარადონა“ ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში ბრწყინვალე თამაშის ჩვენებას გააგრძელებს, France Football-ის ტოპ 10-ისგან შორს ნამდვილად არ იქნება“, - წერს Goal.
სია ასე გამოიყურება:
1. ჰარი კეინი
2. მაიკლ ოლისე
3. ლამინე იამალი
4. ლუის დიასი
5. ერლინგ ჰოლანდი
6. კილიან მბაპე
7. უსმან დემბელე
8. დეკლან რაისი
9. ხვიჩა კვარაცხელია