მიუნხენის ბაიერნთან სასწაული პერფორმანსის შემდეგ ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
ლიგა 1-ის მომდევნო ტურში 2 მაისს პსჟ ლორიენს უმასპინძლებს.
როგორც ფრანგული პრესა იუწყება, ენრიკე ამ მატჩში კვარაცხელიას დაასვენებს.
შეგახსენებთ, რომ 6 მაისს პარიზელებს მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის განმეორებითი მატჩი ელით.