ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენმა ბაიერნს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 5:4 დაამარცხა.
ამ მატჩის შემდეგ საფეხბურთო მედია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ძალიან ბევრს საბრობს.
გთავაზობთ ლეგენდარული ფეხბურთელის, კლარენს ზეედორფის განცხადებას ქართველზე:
"არ ვიცი, დარჩება თუ არა ხვიჩა მარცხენა ფლანგზე. ვფიქრობ, მას ცენტრშიც აქვს სივრცე - დაახლოებით ისე, როგორც ამას დემბელე აკეთებს. მან ყველა სიტუაციაში იცის, რა უნდა გააკეთოს.
მისი ხასიათიც მომწონს - რთულ მომენტებში შეუძლია ყველაფერი თავის თავზე აიღოს და უკანაც დაბრუნდება. რაღაცით ის უენ რუნის მაგონებს.როცა მატჩში რთული პერიოდი დგებოდა, დამატებით ფეხბურთელს ნახევარდაცვაში თავად ქმნიდა.“