თემურ ქეცბაიამ თბილისის დინამო ჩაიბარა.
მოგეხსენებათ, მანამდე ლეგენდარული ქართველი ანორთოსისს წვრთნიდა, ასევე მას უმუშავია კვიპრსოსია და საქართველოს ნაკრებებშიც.
ბევრს აინტერესებს, რა თანხას გამოიმუშავებდა ქეცბაია ძველ სამსახურში.
კვიპროსული მედიის ცნობით, თემურის წლიური ანაზღაურება 200 ათასი ევრო იყო.
მოარული ხმების მიხედვით, მაშინ, როდესაც ქართველი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს ედგა სათავეში, მისი და მისი შტაბის ხელფასებზე ჯამში 2.52 მილიონი ლარი იხარჯებოდა.
შეგახსენებთ, რომ ქეცბაია "ჯვაროსნებს" 2009-2014 წლებში წვრთნიდა.