როგორც მოგეხსენებათ, თემურ ქეცბაია თბილისის დინამოს ახალი მთავარი მწვრთნელია.
ქეცბამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც 16 წლის თორნიკე კვარაცხელიას პირველ გუნდში შესაძლო დაწინაურების შესახებ ჰკითხეს:
"თორნიკე კვარაცხელიასთვის პირველ გუნდში ყოფნა ნაადრევი არ არის. ბუნებრივია ადაპტაციას დრო სჭირდება, თუმცა უამრავი მაგალითი გვაქვს ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების წარმატებისა. რა თქმა უნდა, მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელების ამოწევას განვიხილავთ."