ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენმა ნანტი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ საოცარი მატჩი ჩაატარა.
ქართველმა თავი კარგი თამაშითა და 2 გატანილი ბურთით გამოიჩინა.
ხვიჩას ამ პერფორმანსის შემდეგ ერთ-ერთი ფრანგი ჟურნალისტი საკუთარ გვერდზე წერს:
"კვარაცხელია მბაპეს მირჩევნია. ამას სერიოზულად ვიძახი.
შეურაწყოფად არავინ მიიღოს, მაგრამ ის რომ ქართველი არ იყოს, ოქროს ბურთის სამეულში აუცილებლად იქნებოდა".