პარის სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დატვირთულ კალენდარზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როტაცია გუნდისთვის აუცილებელია.
ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა: „როტაცია არის გამოსავალი. 27 დღეში 9 მატჩი უნდა ვითამაშოთ და ამას მხოლოდ მთელი გუნდის გამოყენებით უნდა გავუმკლავდეთ. რა გინდათ, რომ გავაკეთოთ? თუ ვერ ხვდებით რატომ გვჭირდება როტაცია, მაშინ ვერაფერს მიხვდებით.“
ენრიკემ ასევე კომენტარი გააკეთა ვიტინიას მდგომარეობაზე, რომელიც თამაშის დროს შეცვალეს: „ვიტინიაზე ახლა ვერაფერს პოზიტიურს ვერ ვიტყვი. როცა ფეხბურთელს სახიფათო ეპიზოდის შემდეგ ცვლი, სიტუაცია რთულია. უნდა დაველოდოთ სამედიცინო შემოწმებებს.“
პარის სენ-ჟერმენს წინ დატვირთული პერიოდი ელოდება და, როგორც ჩანს, გუნდის როტაცია უახლოეს მატჩებში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.