ლა ლიგის 24-ე ტურში "ვილიარეალი" "ლევანტეს დაუპირისპირდა და მეტოქე გიორგი მიქაუტაძის ერთადერთი გოლით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ჟორჟი უკვე ზედიზედ ორი თამაშია, რაც გოლს იტანს.
რაც შეეხება მის სტატისტიკა 2026 წელს, ქართველმა შემტევმა უკვე 5 გოლის გატანა მოასწრო.
გარდა ამისა, მის ანგარიშზე მიმდინარე წელს 2 საგოლე პასია და ამავდროულად 1 გოლი აშორებს გუნდის საუკეთესო ბომბარდირობამდე ლა ლიგის ამ სეზონში.
აქვე გეტყვით, რომ ლა ლიგაში ჟორჟის მონაგარი 8 გოლსა და 4 ასისტს შეადგენს.