3 დღის და 14 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"განიხილება თუ არა ლივერპულიდან იჯარით წასვლა?" - ლევან სეთურიძის პასუხი

ქართველმა საფეხბურთო მენეჯემ,ა ლევან სეთურიძემ გადაცემა "ტაიმაუტთან" ინტერვიუ ჩაწერა.

მან თავისი ერთ-ერთი ფეხბურთელის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა:

"გიორგი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ გრანდში, „ლივერპულშია“. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც სათადარიგოთა სკამზე ვხედავ, თუმცა რაც შეეხება გიორგის თამაშს და მის გარშემო არსებულ მედიაგაშუქებას, ეს სრულად შეესაბამება იმ ინვესტიციას, რომელიც „ლივერპულმა“ მასში ჩადო. ხუთწლიანი კონტრაქტი აქვს და წელს თავიდანვე ვიცოდით, რა მიმართულებით მივდიოდით და როგორი პროექტი იყო. ყველაზე სასიხარულო კი ისაა, რომ გასახდელში დიდ ფეხბურთელებთან ერთად ადგილი უკვე მოიპოვა.
განიხილება თუ არა იჯარა? ჩვენ იმ გეგმას მივყვებით, რომელიც შარშან „ლივერპულმა“ ჩვენთან ერთად დასახა. რა და როგორ შეიცვლება, ახლა ვერ გეტყვით. მარტში ან მაისში პარტნიორთან ერთად „ლივერპულის“ ხელმძღვანელობას შევხვდებით. მთავარი კი ისაა, რომ არჩეულ გზას არ ვშორდებით – ჩვენი მიზანია, გიორგი „ლივერპულის“ გრძელვადიანი პროექტის ნაწილი იყოს.
და თუ რამე შეიცვალა, მის კარიერას მომავალში საფრთხე არ შეექმნება. ისეთ გუნდშია, სანერვიულო არაფერი გვაქვს. ჩვენი მიზანი არც ის არის, რომ მუდმივად გვერდით ვიყუროთ და საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაზე ვფიქრობდეთ. არც იჯარა იქნება პრობლემა, თუმცა ამ ეტაპზე იმ გზას მივყვებით, რომელიც „ლივერპულმა“ ჩვენთან შეთანხმებით დასახა“, – განაცხადა სეთურიძემ.


Facebook კომენტარები