23 საათის და 58 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ცნობილია - ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვოლი ინგლისის თასზე

12 იანვარს ინგლისის ასოციაციის თასის მესამე რაუნდში ლივერპული ენფილდზე ბარნსლის უმასპინძლებს.

აღნიშნული მატჩის წინა დღეს მერსესაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა მედიასთან ისაუბრა.

ნიდერლანდელმა განაცხადა, რომ ის წინა წლისგან განსხვევბით შემადგენლობის მთლიანად შეცვლას აღარ აპირებს:

"გასულ სეზონში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს ასოციაციის თასზე დასვენება სჭირდებოდა, რადგან ყველა ფეხბურთელის ერთდროულად თამაში შეუძლებელია. თუმცა, ახლა ინგლისის ლიგის თასზე აღარ ვართ.

FA თასი ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ჯერ კიდევ ლიგის თასისთვის, ჩემპიონთა ლიგისთვის და პრემიერლიგისთვის იბრძვი - იმ ფეხბურთელების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც გასულ სეზონში გვყავდა და ახლაც გვყავს - არჩევანის გაკეთება გიწევს.

თუმცა, გარანტიას გაძლევთ, რომ ორშაბათს ყველა იმ მოთამაშეს ნახავთ, ვინც ხუთშაბათს ნახეთ, შესაძლოა რამდენიმე ცვლილებით, მაგრამ ისინი სათადარიგოთა სკამზე იქნებიან. ასე რომ, ეს განსხვავებული იქნება გასული სეზონისგან, როდესაც პლიმუთის წინააღმდეგ ვითამაშეთ", - განაცხადა სლოტმა.

მიუხედავად ამ განცხადებისა, ინგლისურ მედიაში ვარაუდბენ, რომ დღეს ლივერპულის კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

Facebook კომენტარები