14 საათის და 55 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ქართველ ფეხბურთელს კარგი მატჩი ჰქონდა, მას თანაგუნდელებისგან განსხვავებით..." - როგორ შეაფასა ფრანგულმა მედიამ ხვიჩას თამაში

საფრანგეთის სუპერ თასის ფინალში "პარის სენ-ჟერმენისა" და "მარსელის" მატჩი შედგა, სადაც პარიზელებმა პენალტების სერიაში წლის პირველი ტიტული მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 72 წუთი გაატარა და 7.4 შეფასება დაიმსახურა.

ქართველი ფეხბურთელის თამაშს ფრანგული მედია დადებითად აფასებს:

"ქართველ ფეხბურთელს კარგი მატჩი ჰქონდა, მას თანაგუნდელებისგან განსხვავებით ძალა და ენერგია ჰქონდა იმისა, რომ შეტევები საკუთარი ნახევრიდან დაეწყო.

ხვიჩამ ბენჟამინ პავარს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რადგან ფრანგი თანაგუნდელებისგან ხშირად იღებდა დახმარებას.

დღევანდელ მატჩში რაც ხვიჩას აკლდა იყო ბოლო მომენტში პასის ან დარტყმის მომენტში უფრო მეტი სიზუსტე", - წერს გამოცემა L'equipe.

Facebook კომენტარები