როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 8 იანვარს, პსჟ მარსელს საფრანგეთის სუპერ თასისთვის დაუპირისპირდება.
მატჩი ქუვეითში, ჯაბერ ალ-აჰმადის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
გუნდები რამდენიმე დღის წინ გაემგზავრნენ ადგილზე და მატჩის წინა დღეს ვარჯიშამდე გულშემატკივრებიც გაახარეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა გუნდელებმა ადგილობრივ ქომაგებთან სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ავტოგრაფები დაურიგეს.
ამ საქციელმა პსჟ-ს ფეხბურთელებს ქუვეითში დიდი დაფასება მოუტანა.