10 საათის და 12 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"2-3 წელიწადში მასზე განსაკუთრებულად აღარავინ იზრუნებს" - რა თქვეს მერაბ დვალიშვილზე

ცნობილმა რუსმა პრომოუტერმა, კამილ გაჯიევმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. 

კერძოდ, გაჯიევმა დაასახელა მთავარი მიზეზი, რის გამოც "ქართველმა მანქანამ" წელიწადში ოთხი ბრძოლა ჩაატარა.

"მერაბი უბრალო ქართული ოჯახიდან არის. ის საკუთარ თავს თავად არჩენს. კარიერის დასრულებიდან ერთ, ორ ან სამ წელიწადში მასზე განსაკუთრებულად აღარავინ იზრუნებს. 

"ამიტომ, ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი, რის გამოც დვალიშვილი ასე ხშირად იბრძვის, ფულია.

"მიმაჩნია, რომ ეს ყველასთვის გასაგები მიზეზია. ვფიქრობ, ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც 30 წელს გადაცილებულია, დვალიშვილს ბოლომდე გაუგებს", - განაცხადა გაჯიევმა საკუთარ იუთუბ-არხზე.

Facebook კომენტარები