UFC-ის ორი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, დანიელ კორმიემ მედიასთან საინტერესო განცხადება გააკეთა.
კერძოდ, UFC-ს ლეგენდამ მერაბ დვალიშვილის ბრძოლაზე ისაუბრა.
"ალჯამეინ სტერლინგმა თქვა, რომ მერაბმა ვერ მოასწრო გახურება ისე, როგორც თავიდან გეგმავდა.
"მისი თქმით, მათ გახურება ალეშანდრე პატოჟას და ჯოშუა ვანის ბრძოლის წინ დაიწყეს, რომელიც დაგეგმილზე ბევრად მალე დამთავრდა.
"საბოლოოდ, მათ ოქტაგონზე ბევრად ადრე მოუწიათ გასვლა, ვიდრე ელოდნენ.
"ბევრი იტყვის, რომ ეს უბრალოდ თავის მართლებაა, მაგრამ თუ ბრძოლის წინ წესივრად გახურება ვერ მოასწარი — ეს ყველაფერზე ახდენს გავლენას, მხოლოდ ფიზიკურ კი არა, ემოციურ განწყობაზეც", - აღნიშნა კორმიემ.