UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ მედიადღის ფარგლებში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"2026 წლის დასაწყისში ვხსნი დოჯო კარატეს, კიკბოქსინგისა და MMA-ს დარბაზს. მინდა ბავშვებს გავუზიარო მთელი ჩემი გამოცდილება, რომელიც მოვაგროვე კარატედან და ნიდერლანდური კიკბოქსინგიდან და რომელიც, მოგვიანებით, შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში გადაიზარდა.
"გვინდა, რომ მოსწავლეებს დავეხმაროთ დარტყმის ტექნიკის განვითარებაში, რომელიც სპეციალურად MMA-სთვის იქნება მიმართული. დარბაზის სახელი? რამდენიმე ცდას მოგცემთ გამოცნობისთვის...GigaKick! ეს არის ჩემი საფირმო ილეთი, რომელსაც ვიყენებდი, როგორც კარატეში, ისე კიკბოქსინგსა და შერეულ ორთაბრძოლებში.
"ეს იქნება უნიკალური დარბაზი, სადაც ტრადიციული დოჯო კარატესა და ნიდერლანდური კიკბოქსინგის ნაზავი იქნება. MMA-ში ბევრი კარგი მებრძოლია, მაგრამ ჩხუბებს რომ ვუყურებ, დარტყმის ტექნიკის დემონსტრირების ნაკლებობას ვხედავ. ჩემი მიზანია შერეული საბრძოლო ხელოვნებისთვის ამ კომპონენტის დახვეწა და დამკვიდრება.
"უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში კარატეს აქვს ცუდი რეპუტაცია, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა იქ, სადაც ვარჯიში დავიწყე მე, კარატეს სწავლებას ენიჭება განსაკუთრებული ყურადღება და მინდა სწორედ ამ ყველაფრის დამკვიდრება, როგორც ბავშვებში, ისე დიდებშიც", - თქვა გიგამ.