18 საათის და 58 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"მას საბავშო ბაღში დავაბრუნებ" - გიგა ჭიკაძის კომენტარი ბრძოლის წინ

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ მედიადღის ფარგლებში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"არ ვუყურებ რეიტინგებს, იმიტომ რომ ვიცი, რა შემიძლია. საჩემპიონის დონის მებრძოლი ვარ და კონკრეტული ნაბიჯები მაქვს გადასადგმელი ჩემპიონობისთვის.

"არ მიმაჩნია, რომ ჩემი დონის მეტოქეა, მაგრამ ყველაფერი რამდენიმე დღეში გამოჩნდება - როცა მას საბავშვო ბაღში დავაბრუნებ.

"ვალეხოსი ახალგაზრდაა, მას წინ გრძელი კარიერა აქვს, თუმცა ამჟამად ჩემი გამოცდილება დიდ უპირატესობას მანიჭებს და მომავალი წლისთვის ბევრი რამ მაქვს დაგეგმილი. მოულოდნელი არ იქნება, თუ ვალეხოსი გრეპლინგზე გააკეთებს აქცენტს, მაგრამ ჩხუბს პირველ რაუნდში დავასრულებ. 

"მისი ჩხუბები კარგად შევისწავლეთ და ზუსტად ვიცი, რა უნდა გავაკეთო. მომწონს მისი თავდაჯერებულობა და ამიტომაც მივეცი შანსი. არ მინდა, მასზე ცუდად ვისაუბრო, მაგრამ ეს ჩემთვის კარგი სტეიკი იქნება, მე კი სტეიკები ძალიან მიყვარს", - თქვა გიგამ.

Facebook კომენტარები