ლას-ვეგასში, „თი-მობაილ არენაზე“ გამართული UFC 323-ის მთავარი დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა.
სუპერმსუბუქი წონის ქართველი ლიდერი, მერაბ დვალიშვილი პეტრ იანთან რემატჩში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
ამ ბრძოლას რუსი ქომაგები სოციალურ მედიაში ეხმაურებიან:
"სულ ეს იყო მერაბი? ის ჩემპიონი ვეღარასდროს გახდება"
"მანქანამ მუშაობა შეწყვიტა, ბენზინი დაუმთავრდა"
"ეს არის დვალიშვილის ნამდვილი სახე, კარგად მომზადებულ იანთან ის უშანსოდაა"
"წაიყვანეთ მანქანა პროფილაქტიკაში, მერაბი გაფუჭებულია"
"საუკეთესო მებრძოლი ჩვენ გვყავს და არა ქართველებს"