ბოლო რამდენიმე თვეა მთელი MMA სამყარო ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას დაპირისპირებას ითხოვს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ო'მალიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"რა თქმა უნდა, ისლამს ილიასთან გაცილებით უფრო დაძაბული ბრძოლა ექნება, ვიდრე ჯეკ დელა მადალენასთან ჰქონდა. მეტსაც გეტყვით, თოფურია-მახაჩევის დაპირისპირება შესაძლოა ამ სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ტექნიკური იყოს.
"ორივეს განვითარებული აქვს აბსოლუტურად ყველა უნარი, რაც MMA-ში წარმატების მისაღწევად არის საჭირო. მსოფლიოში შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში მათი დონის თითზე ჩამოსათვლელი მებრძოლები იყვნენ.
"ილია და ისლამი არიან სპორტსმენები, რომელთაც ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ დგომში ჩხუბი, პარტერში ბრძოლაში ჯიუ-ჯიცუს უნარების გამოყენება", - თქვა ო'მალიმ.
