2 კვირის და 5 დღის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"თუ იანი ასე მოიქცევა, მერაბს საგრძნობლად დააზიანებს" - რა განცხადება გაკეთდა ბრძოლის წინ

ცნობილმა რუსმა პრომოუტერმა, კამილ გაჯიევმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა.

"ვამბობ, რომ იანი მერაბ დვალიშვილს დაამარცხებს. ახლა მეტყვიან - „რეებს ბოდავ? თავად ამბობ, რომ მერაბი სრულყოფილი სპორტსმენია. 

"მერაბი ნამდვილად ბრწყინვალეა, მაგრამ ბოლო ბრძოლის შემდეგ ძალების აღსადგენად უფრო მეტი დრო რომ ჰქონოდა, მაშინ ვიტყოდი, რომ დიდი ალბათობით, ამჯერადაც გაიმარჯვებდა. 

"მერაბი ძალიან ხშირად იბრძვის. ახლა წარმოიდგინეთ - მას ყოველი ბრძოლის წინ წონაში დაკლება უწევს. ალბათ, ამჯერად ყველაფერი პიოტრ იანის კარგ ფორმაზე იქნება დამოკიდებული. 

"თუ პიოტრი კარგ ფორმაში იქნება, ის ამ წონაში ერთადერთია, ვისაც დვალიშვილის დამარცხება შეუძლია. 

"პიოტრს შეუძლია ტემპის მართვა და ბევრი დარტყმის განხორციელება პირველ და მეორე რაუნდებში. თუ ასე მოიქცევა, მერაბს საგრძნობლად დააზიანებს", - თქვა გაჯიევმა.

Facebook კომენტარები