UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ESPN-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
აღსანიშნავია, რომ დაღესტანელმა მებრძოლმა ასევე ილია თოფურიასთან დაკავშირებით ისაუბრა.
"ილიას და ჩარლზის ჩხუბი ვნახე, კარგი იყო. ჩარლზ ოლივეირა ძალიან სახიფათო კაცია და კარგი მებრძოლი… მაგრამ ახლა არ ვიცი, ილიას შემდეგი ოპონენტი ვინ იქნება.
"თუ ჩვენი საერთო ბრძოლის შესახებ მეკითხებით, წინ კარგი ბრძოლები მელის, ვიცი, რომ ილიაც მალე იჩხუბებს, ასე რომ ვნახოთ.
"მას თეთრ სახლში ბრძოლა უნდოდა, მეც იქ ასპარეზობა მსურს. ვიცი, რომ MMA სამყაროსთვის ეს ძალიან დიდი ბრძოლა იქნება.
"ადამიანებს ამ ბრძოლის ნახვა უნდათ და თუ UFC-ისაც მოუნდება - ეს სრულიად შესაძლებელია", - თქვა მახაჩევმა.
