3 კვირის და 1 დღის წინ
Giorgi Sokhadze
Aa

"მე ბრძოლის დროს ხელი მოვიტეხე და როდესაც ასეთი ტკივილით გიწევს ბრძოლა..." - უმარ ნურმაგომედოვი

UFC-ის დაღესტენლმა მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა ერთ-ერთი ინტერვიუ დროს მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა გაიხსენა:

"ვფიქრობ, რომ მერაბ დვალიშვილთან გამართული ბრძოლის შემდეგ მასზე მეტად დაღლილი სულაც არ ვყოფილვარ. მე ბრძოლის დროს ხელი მოვიტეხე და როდესაც ასეთი ტკივილით გიწევს ბრძოლა, ორგანიზმი უსაზღვრო ადრენალინს გამოყოფს, რომ ტკივილი რამენაირად გადაფარო.

მერაბი კარგი მებრძოლია და ამის არ აღიარება შეუძლებელია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მისი დამარცხება შემიძლია და შემდეგი ორთაბრძოლა სულ სხვანაირად დასრულდება." - განაცხადა უმარმა.

Facebook კომენტარები