UFC-ს მებრძოლმა, ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
"ვაპირებ მაშინ ვიჩხუბო, როდესაც ილია თოფურია იჩხუბებს. იმედი მქონდა, რომ უფლებას მომცემდნენ, მასთან იანვარში მებრძოლა, მაგრამ ახლა ამ ჩხუბის გამართვის შანსი აღარ ჩანს.
"მთავარი შეკითხვაა, როდის დაბრუნდება ილია. ამაზე პასუხი არ მაქვს და თოფურიასა და მისი გუნდის გარდა, არავინ იცის, ილია ოქტაგონში როდის შევა. საუკეთესო სცენარი იქნება, ჩემი და თოფურიას ჩხუბი თეთრი სახლის ქარდზე გაიმართოს.
"ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა თქვან ამ ორთაბრძოლაზე უარი. თოფურია ჩემპიონი და პოპულარული მებრძოლია. მე ისე ვიმსახურებ საჩემპიონო ბრძოლას, როგორც მსუბუქი წონითი დივიზიონის სხვა მებრძოლები.
"UFC-ისთვის იმედი არასდროს გამიცრუებია და მჯერა, შანსი მომეცემა თეთრ სახლში აშშ-ის ღირსება დავიცვა", - თქვა გეიჯიმ.
