UFC-ის ბრიტანელმა მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა გამოცემა MARCA-სთან ინტერვიუ ჩაწერა.
მან პირდაპირ ეთერში ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა:
"რომ არა მე, ილია თოფურიას სახელი და გვარი არავის ეცოდინებოდა. ის ძალიან ყალბია, ისევე როგორც მისი გამომწერების ნახევარი. "ინსტაგრამზე" მისი გამომწერები ბოტები არიან. ცდილობს კონორ მაკგრეგორის მსგავსი იმიჯი შეიქმნას, ამით დავიღალე.
ის გერმანელია, ესპანელიც კი არ არის და არც ქართველია. თოფურია გერმანიაში დაიბადა და ის გერმანელია. გთხოვთ, მომეცით ბრძოლა! მან კულისებში საკმარისზე მეტი ისაუბრა, მაგრამ როცა საქმე კონტრაქტზე ხელმოწერას ეხება, ის ამას არ აკეთებს. დიახ, ჩვენს შორის პირადული დაპირისპირებაა, რადგან მან მოიტყუა, თითქოს ომზე რაღაც ვთქვი და ეს არასდროს გამიკეთებია. რა გააკეთა შემდეგ? ჩემზე თავდასხმა სცადა მაშინ, როდესაც მე მარტო ვიყავი და ის 10 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა", - განაცხადა პიმბლეტმა.
ცნობისთვის, მედიაში ხშირად იწერება, რომ იანვარში ილია თოფურია თავის ტიტულს სწორედ პედის წინააღმდეგ დაიცავს.
