როგორც სანდო წყაროები წერენ, ილია თოფურიას შემდეგი ბრძოლა იანვარში პედი პიმბლეტის წინააღმდეგ ჩაენიშნება.
ფანები კი კვლავაც ილიასა და ისლამ მახაჩევს შორის სუპერ ბრძოლის ჩანიშვნას ითხოვენ.
ერთ-ერთი გვერდი ავრცელებს სახალისო ფოტოს, სადაც ისინი საქართველოსა და დაღესტანის დაპირისპირებაზე წერენ.
მათ ხუმრობით აქვთ ნათქვამი, რომ როცა ილია ისლამს ეჩხუბება, ამავე ღონისძიებაზე ქართველის პატარა შვილი, ჰუგო ცნობილ დაღესტნელს ჰასბულას დაუპირისპირდება.

