რამდენიმე დღეა, რაც მედიაში ილია თოუფირასა და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ ათასი ჭორი იწერება.
აღსანიშნავია, რომ ილიას და ჯორჯინას ინსტაგრამზე ერთმანეთის გამოწერილი ჰყავთ, თუმცა წაშლილი აქვთ ერთმანეთის ფოტოები. მედიაში კი წყვილის დაშორების შესახებ ეჭვი სწორედ ამ ფაქტმა გააჩინა.
არცერთ მათგანს დაშორების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ჯორჯინამ ინსტაგრამ სთორიში ეს წერილი დადო, რამაც დიდი ყურადღება მიიქცია:
"თუ არჩევანის გაკეთება მომიწევდა, ათასჯერ ავირჩევდი, რომ ქრისტეს შვილი ვიყო, რადგან ის იცავს ყველაზე მეტად ჩემს გულს და თავისი უსაზღვრო წყალობით პატიებას მასწავლის.
ის მეხვევა, საშუალებას მაძლევს დავხუჭო თვალები და სული გავხსნა, რათა ყოველთვის, მუდამ ჩემში ცხოვრობდეს", - წერს ჯორჯინა