UFC 330-ზე ისლამ მახაჩევი იან გარის დაუპირისპირდა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ დაღესტანელი მებრძოლისთვის ეს ზედიზედ მე-17 მოგება იყო.
საგულისხმოა, რომ ბრძოლის შემდეგ გავრცელდა მსაჯთა შეფასების ფურცელი, სადაც ნაჩვენებია, რომ 2 მსაჯმა ბრძოლა 49-46 ქულით, ხოლო ერთმა მათგანმა 48-47 ქულით შეაფასა.
ბრძოლის მიმდინარეობისას ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი მე-5 რაუნდში გაკეთებული "თეიქდაუნი" გამოდგა, რის შემდეგად მახაჩევმა მეტოქე ჩხუბის დარჩენილ დროში სრულად აკონტროლა.
