1 საათის და 54 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ჩემს დარტყმებს უფრო მეტად გამოვიყენებ" - მერაბ დვალიშვილის კომენტარი ბრძოლის წინ

მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის დაპირისპირებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი.

ბრძოლის წინ "ქართველმა მანქანამ" მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ჯანმრთელი ვარ, ეს საქმე მიყვარს და მინდა მუდმივად ვიბრძოლო. მინდა, რომ წელს ოთხი ბრძოლა მქონდეს. ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება, თუ UFC საშუალებას მომცემს. 

"სენდჰეგენი ყველაზე დამსახურებული კონტენდერია. ის დიდებული მებრძოლია, დაამარცხა ისეთი სახელები, როგორებიც არიან ფრენკი ედგარი და მარლონ მორაესი, აქვს მოგება ბაუტისტასთან, რომელიც კარგ ფორმაშია და ყოველთვის იბრძოდა დივიზიონის საუკეთესოებთან, ის ახლა ყველაზე დამსახურებული მეტოქეა. 

"ნოკაუტი მინდა, მაგრამ ვნახოთ. ეს MMA ბრძოლაა, თუმცა ჩემს დარტყმებს უფრო მეტად გამოვიყენებ.

"ამ ბრძოლაში სტრაიკინგი მეტად იქნება და ვეცდები ნოკაუტით მოვიგო", - თქვა დვალიშვილმა.

Facebook კომენტარები