3 საათის და 55 წუთის წინ
სახელი უცნობია
Aa

"UFC-ის მინდა ვთხოვო, რომ..." - მერაბ დვალიშვილი

როგორც მოგეხსენებათ, 4 ოქტომბერს მერაბ დვალშვილი კოდი სენდჰეგენის წინააღმდეგ სუპერმსუბუქი წონის ქამარს დაიცავს.

მერაბ დვალიშვილმა მომავალ ბრძოლაზე  ისაუბრა

"ვიცი, რომ ბევრი ფიქრობს, რომ ეს ბრძოლა ადვილი იქნება, მაგრამ არა, ნამდვილად არა, რადგან ეს ჩემთვის ახალი ბრძოლაა. კორი საშიში მოწინააღმდეგეა. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მას, როგორც მებრძოლს და როგორც ადამიანს."

 "კორი სანდჰაგენი საშიში მოწინააღმდეგეა. მისი შეჩერება რთულია.  მას აქვს ნოკაუტის "თამაშები". მას აქვს კარგი კარდიო, კარგი დაცვა დარტყმებისგან, კარგი ფეხის მოძრაობა. ჩამოთვლა შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო."

"მინდა ვთხოვო მათ (UFC-ს), რომ წელს მეოთხედაც ვიბრძოლო. თუ გავიმარჯვებ. პირველ რიგში, ეს ბრძოლა უნდა მოვიგო და ძალიან კონცენტრირებული ვარ, რადგან არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის ადვილი ბრძოლა იქნება."

 "თუ ამ ბრძოლას მოვიგებ, მინდა სწრაფად დავბრუნდე და პიტერ იანს ბრძოლის შანსი მივცე, რადგან ის ამჟამად აშკარა კონტენდერია  და ჩემს წონით კატეგორიაში ყველაზე მეტად იმსახურებს ბრძოლას.“





Facebook კომენტარები