1 კვირის და 1 დღის წინ
სახელი უცნობია
Aa

უცნობია ამბავი - უმარი და უსმანი ალჯოს მერების გამო დაუპირისპირდნენ

მერაბ დვალიშვილის მეგობარმა , ალჯამეინ სტერლინნგმა მედიასთან უცნობი ისტორია გაიხსენა:

"აბუდაბიში უსმანსა და უმარს შევხვდი, უმარი მერაბთან ორთაბრძოლაზე მელაპარაკებოდა და მეუბნებოდა: „მერაბი რატომ არ მეჩხუბება? რატომ არ მეჩხუბება?“

ვუთხარი: „უმარ დაწყნარდი. ადრე თუ გვიან ეს მოხდება, რადგან სხვა ვარიანტი აღარ დარჩება. უბრალოდ იცოდე, რომ როცა იჩხუბებთ, მერაბს თეიქდაუნის ასი მცდელობა ექნება.“ ამ დროს, უსმანმა, რომელიც მობილურში რაღაცას თამაშობდა, შემომხედა და ხმამაღლა მითხრა: „და უმარი ასივეჯერ თავს დაიცავს!“

მანქანაში მე და ჩემი საცოლე, რებეკა ვისხედით და გადავწყვიტე, აღარაფერი მეთქვა, რადგან ორნი იყვნენ ერთის წინააღმდეგ. ისინი ჩემზე გაწევას აპირებდნენ, რადგან ვუთხარი რა ელოდათ დვალიშვილთან ჩხუბისას“,

აქვე გეტყვით, რომ მერაბ დვალიშვილი უმარი დაამარცხა და ქამარი პირველად დაიცვა.

Facebook კომენტარები