არმან ცარუკიანმა ილია თოფურიაზე მორიგი თამამი განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, ილია ცდილობს უფრო მდიდარი ჩანდეს, სინამდვილეში კი ის ჩვეულებრივი თვითმფრინავებით დაფრინავს და არა კერძო.
სომეხი ასევე ამბობს, რომ თოფურია დიდ ფულს არ შოულობს, რადგან აშშ-დან ევროპაში ან საქართველოში კერძო თვითმფრინავით ფრენა 400-500 ათასი დოლარი ღირს და თუ თოფურია 2-3 მილიონს გამოიმუშავებს, ეს მაინც ძალიან ბევრია.
აქვე გეტყვით, რომ ცარუკიანი ჩვენს ჩემპიონთან შეხვედრას კვლავ აქტიურად ითხოვს.