როგორც მოგეხსენებათ, 4 ოქტომბერს მერაბ დვალშვილი კოდი სენდჰეგენის წინააღმდეგ სუპერმსუბუქი წონის ქამარს დაიცავს.
ქართველის მწვრთნელმა ჯონ ვუდმა მერაბზე ისაუბრა:
'დვალიშვილი დარბაზში წარმოუდგენლად მუშაობს. ვერც კი აღვწერ, რამდენად გააუმჯობესა მერაბმა თავისი უნარები. მთელი დარბაზი მასზე საუბრობს. მერაბი აღარაა ის მებრძოლი, რომელიც ათასჯერ დაგაგდებს, ახლა ის ფინიშებს ეძებს და ცდილობს ხალხს სანახაობა შესთავაზოს. სენდჰეგენის წინააღმდეგ სულ სხვა მერაბ დვალიშვილს იხილავთ.' - ვუდი