2 კვირის და 1 დღის წინ
სახელი უცნობია
Aa

"როცა პირველად შეგხვდი..." - თოფურია კროუფორდს პასუხობს

UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე ტერენს კროუფორდი სოციალურ ქსელში სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთნენ.

თოფურიამ X-ზე (ყოფილი Twitter) კროუფორდს შეახსენა, რომ ის UFC-ზე შეხვდა და წარმატებები უსურვა, თუმცა ახლა აცხადებს, რომ არ იცნობს. „მეხსიერება გღალატობს და მალე ნიკაპიც გაგღალატებს,“ – დაწერა თოფურიამ და დაამატა, რომ „რეალურ ბრძოლებში pound-for-pound #1“ იქნება „მოკრივის pound-for-pound #1-ის წინააღმდეგ“.

კროუფორდმა ჟურნალისტ არელ ჰელვანსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ UFC-ზე მართლა შეხვდა თოფურიას, მაგრამ არ იცოდა, ვინ იყო. „შემდეგ ვნახე, როგორ წერდა, პირველივე რაუნდში დაგანოკაუტებთო… ეს ყალბია,“ – აღნიშნა მან.

მათ შორის დაპირისპირება MMA-სა და კრივის გულშემატკივრებში დიდ ინტერესს იწვევს.


Facebook კომენტარები