„ელ მატადორმა“ კროუფორდს რინგზე შეხვედრა შესთავაზა, რაზეც ამერიკელმა მოკრივემ უპასუხა, რომ თოფურია ინტერვიუების დროს „მთვრალია“ და MMA-ის მებრძოლები ხშირად ალკოჰოლზე არიან დამოკიდებული.
UFC-ის ორი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა ეს ბრალდებები უპასუხოდ არ დატოვა და განაცხადა:
„იმასთან დაკავშირებით, რაც ტერენს კროუფორდმა თქვა, არანაირი მოსაზრება არ გამაჩნია. თუ მას სურს საკუთარი თავის გამოცდა, ტექნიკის და უნარების შემოწმება, მე აქ ვარ და ველოდები.
ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად იცით რა მაღიზიანებს? ბევრი მოკრივე ერევა შერეულ ორთაბრძოლებში, მებრძოლებს გვაკრიტიკებენ და ჩვენ დაკნინებას ცდილობენ. მათ საპასუხოდ ვიტყოდი – MMA-ს ძალიან ბევრმა წარმომადგენელმა უკანასკნელ პერიოდში რინგზე გადაინაცვლა და საკუთარი სიძლიერე დაამტკიცა. მოკრივეები კი მხოლოდ ბევრი ლაპარაკით არიან დაკავებულნი და არც ერთი მათგანი ოქტაგონში შემოსული არ მინახავს. სცადეთ ბიჭებო, ნუ გეშინიათ, იქნებ რამე გამოგივიდეთ.“