MMA-ის ქართველი მებრძოლი, ლევან ჩოხელი სულ მალე UFC-ში სადებიუტო ბრძოლას ჩაატარებს - ინფორმაცია თავად მებრძოლმა სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტით დაადასტურა.
"დიდი სიახლეები ჩემი ქომაგებისთვის! ცოტა ხნის წინ UFC-ის ვესაუბრე და მითხრეს, რომ ჩემი დებიუტი მალე შედგება. მე მზად ვარ - მომზადება უკვე დაწყებული მაქვს და აქტიურად ვვარჯიშონ ჩემი ბრძოლისთვის!", - წერს ჩოხელი სოციალურ ქსელში.
ბევრისთვის უცნობია, თუ ვინ არის ლევან ჩოხელი:
28 წლის ქართველი ქვესაშუალო წონაში (77კგ.) ასპარეზობს.
Tapology-ის ინფორმაციით, მას პროფესიონალურ MMA-ში 17 ბრძოლა აქვს გამართული საიდანაც 14 მოიგო, 3-ში კი დამარცხდა.
ბოლოს ლევანი Palace Fighting Championship-ის ჩემპიონი გახდა, რაც ფაქტიურად UFC-ის საგზური იყო.
სტილისტურად ჩოხელი სტრაიკერია. მას 11 ბრძოლა სწორედ ნოკაუტით აქვს მოეგბული. 3-იც გადაწყვეტილებით.
აქვე მოგახსენებთ, რომ იმ 3 ბრძოლაში, რომელშიც ლევანი დამარცხდა, ერთხელ დანოკაუტდა, ერთხელ გადაწყვეტილებით, ხოლო ერთხელაც მტკივნეული ილეთით წააგო.
ცნობისთვის, ბოლოს ჩოხელმა 2025 წლის 24 მაისს იბრძოლა.