1 დღის და 4 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ხაბიბი სხვას რას იტყოდა?" - ილია თოფურია დაღესტნელის კომენტარს გამოეხმაურა

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად მწვრთნელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯეკ დელა მადალენა ისლამ მახაჩევისთვის უფრო რთული მეტოქეა, ვიდრე ილია თოფურია.

ამ კომენტარს თავად ქართველი გამოეხმაურა:

"ხაბიბი სხვას რას იტყოდა?! სხვა რა უნდა ეთქვა?! ეს ის ჩხუბია, რომელიც მომავალში ელით და ვერ იტყოდნენ, რომ ილიაზე უფრო მარტივ მეტოქესთან აქვთ ორთაბრძოლა. ეს უნდა თქვას, თორემ ძალიან კარგად იცის, რეალობა როგორია.

გვაქვს თუ არა ურთიერთპატივისცემა? პატივისცემა ყოველთვის არსებობს. როგორ არ უნდა სცე პატივი ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ოცნებისთვის იბრძვიან და თავდაუზოგავად მუშაობენ?! მეორე მხრივ, როდესაც კონკურენტუნარიანობაზე მიდის საუბარი — საკუთარ თავსა და სხვას შორის — საკუთარ თავს ავირჩევ", - თქვა ილიამ.

Facebook კომენტარები