3 კვირის და 2 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

მსოფლიოს ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის MMA-ს - ვინ არის შიო გენჯაძე, რომელმაც საქართველოს დიდი წარმატება მოუტანა

"შიო გენჯაძე ახალგაზრდებს შორის MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონია 

აბუ-დაბიში შერეული საბრძოლო ხელოვნებების ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობა. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა შიო გენჯაძემ (40 კგ). ქართველმა მებრძოლმა ფინალში იტალიელი მატეო ფაბრი დაამარცხა.

შიო გენჯაძემ მსოფლიოს პირველობაზე ჯამში 5 ბრძოლა მოიგო.  საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ ეტაპზე ორი მედალია, ვერცხლის მედალი მოიპოვა შაკო მესხმა (44 კგ), მან ფინალი

ინგლისელ პადი ორაჰილთან დათმო.

ქართველი მებრძოლები ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.", - წერს საქართველოს სპორტის სამინისტრო.

Facebook კომენტარები