MMA-ის სამყაროში ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის დაპირისპირების ნახვა ყველას სურს.
ბევრი ამ ბრძოლას მეორე ხაბიბი-მაკგრეგორის ბრძოლად მიიჩნევს.
ამასთან დაკავშირებით, თავად ხაბიბმა ისაუბრა:
"ისლამსა და ილიას იგივე მეტოქეობა არ ექნებათ, როგორიც ჩემსა და კონორს შორის იყო. ჩვენი ამბავი MMA-ის ფარგლებს გასცდა. ილია არ არის მაკგრეგორი - ის კარგი ბიჭია, ისლამიც ასევე ძალიან კარგი ბიჭია". - განაცხადა დაღესტნელმა.