UFC-ის სომეხმა მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.
მან თავისივე წონის ჩემპიონზე, ილია თოფურიაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა:
"თოფურია ძალიან ძლიერი მოკრივეა. ძლიერი და მძიმე დარტყმა აქვს, ასევე კარგად ეხერხება დარტყმისთვის საჭირო მომენტის გამონახვა. ის არ ჩქარობს, ელოდება ხელსაყრელ მომენტს და მოვლენების ფორსირებას არ ცდილობს. ეს ძალიან კარგი თვისებაა, რომელიც სპორტსმენებში იშვიათად შეგხვდებათ. თუ თოფურიამ დარტყმა გაატარა, ის პასუხის გაცემას კი არ ჩქარობს, არამედ მშვიდად და ჭკვიანურად მიჰყავს ბრძოლა - მას მაღალი საბრძოლო ინტელექტი აქვს.
ეს არის მისი ძლიერი მხარეები, ხოლო რაც შეეხება სისუსტეებს: „კლინჩში“ ის იღლება. თუ მეტოქეს სურს, წაართვას ილიას ის უპირატესობა, რაც ნოკაუტის ძალის სახით აქვს, სწორედ „კლინჩზე“ უნდა გააკეთოს აქცენტი. ილიას ძლიერ მოჭიდავეებთან არ უჩხუბია. იყო მხოლოდ ბრაის მიტჩელი, რომელმაც თოფურია პარტერში გადაიყვანა და აკონტროლებდა, თუმცა მაღალი დონის მოჭიდავედ ვერც მიტჩელი ჩაითვლება. ვფიქრობ, მე და ისლამ მახაჩევს თოფურიას პარტერში გადაყვანა და გაკონტროლება შეგვიძლია“.